გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებასთან გურამ რჩეულიშვილის ახლობლები და მეგობრები იკრიბებიან.
გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინათ გამოაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი მელაშვილი დააკავეს.
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მამაკაცს ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი ერთადერთი მოთხოვნა კათოლიკოს-პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, მეტეხის ხიდთან ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა.
თბილისში, მეტეხის ხიდთან პოლიცია მუშაობს - სამართალდამცავებმა გზა გადაკეტეს, მიმდებარე ტერიტორიიდან კი, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 5 პირი დააკავა.
არ შეიძლება მოსამართლეს უწოდო მექრთამე, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, აღნიშნული განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე გააკეთა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დეპუტატებს მართლმსაჯულების სტრატეგია გააცნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.