„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისი მანქანის აფეთქებაში ბრალდებულის დაკავებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება.
შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
თბილისში, ღრმაღელის ქუჩაზე, 50 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა გვიან ღამით სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის ჩადენილი.
შსს-ს თანამშრომლებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული 1980 წელს დაბადებული ო.ვ. და წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ე. თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.
სახალხო დამცველი ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურას მოუწოდებს, ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება, ასევე, საგამოძიებო პროცესი წარმართოს სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიმართულებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ს. დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.