შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მომხდარი ორი ახალგაზრდის დაჭრის საქმე გახსნილია.
სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდის, დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა ფიქრობს, რომ გოდერძი თევზაძე, რომელსაც სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ედება ბრალი, შეიძლება უდანაშაულო იყოს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე ჯიხაშკარისა და მარნეულის საარჩევნო ოლქებში მომხდარ ინციდენტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
საქართველოში პირველად, 12 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა. 12 მოსამართლეს შორის არიან ნატალია ნაზღაიძე, გიორგი მიროტაძე, გერმანე დადეშქელიანი, ნინო შარაძე, ციცინო კიკვაძე, მერაბ ღვინიაშვილი, ნანა ჯანხოთელი, გოჩა ფუტკარაძე, ხათუნა ხომერიკი, ნანა ჭიჭილეიშვილი, მურთაზ მეშველიანი და ლევან მიქაბერიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველად მოსამართლეებს უვადოდ დანიშნავს. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კენჭი ეყრება იმ 12 მოსამართლეს, რომლებსაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურება.
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, 162-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტის აღკვეთის დროს გარდაცვლილის მამას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და უწყების სხვა თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინეს.
"კრწანისის" სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპული გიორგი შენგელიას მამამ, რომან შენგელიამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.