შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, შსს იღებს პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების მეორე ტური ჩაივლის მშვიდ გარემოში.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია. მას პლენუმის 8 წევრიდან მხარი 5-მა დაუჭირა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობა, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი. თავმჯდომარის ასარჩევად 16:00 საათზე კენჭისყრა გაიმართება.
სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღობისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
შსს-ს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქუთაისში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1978 წელს დაბადებული დ.ფ., 1987 წელს დაბადებული ვ. კ., 1970 წელს დაბადებული კ. დ. დააკავეს.
„პროკრედიტ ბანკის“ ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც კლიენტების მიმართ ფრაზის – „ღმერთმა დაგლოცოს“ გამო, ბანკიდან გაათავისუფლეს, „პროკრედიტ ბანკს“ სასამართლო დავა მოუგო.
სამართალდამცავებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ. კ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში დააკავეს.
სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.