შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავისა და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სამძებრო და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ღრმა ხევში გადავარდნილი ავტომანქანის 4 მგზავრი გადაარჩინეს.
ვარკეთილში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 35 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო მისი ძმა მძიმედ დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში გარდაცვლილი ახალშობილი საპირფარეშოში იპოვეს. რაც შეეხება ბავშვის დედას, მშობიარობის შემდგომი გართულებებით ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში რიგი ინციდენტები დაფიქსირდა, რომლებზეც სამართლდამცველებმა მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოახდინეს. Guardian.ge განცხადებას სრულად გთავაზობთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას ახლო მომავალში მიიღებს.
გლდანში, სავარაუდოდ, მე-9 სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადავარდა, რის შემდეგაც დედაც გადახტა.
როგორც Guardian.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო საქმიანობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა კომენტარი გააკეთა.
დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საქმე გახსნილია, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.