საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის თეიმურაზ ჩხეტიანის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ოდესაში 44 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი თეიმურაზ ჩხეტიანი მეტსახელად „წრუწი“ დააკავეს.
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ელზა მ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, საკუთარი ავტომანქანით რუსთავიდან ხაშურის მიმართულებით გადაადგილებისას, გომში დააკავეს.
ესპანეთის ინტერპოლმა, თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე 07.03.2008 წლიდან ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული არჩილ გ. ქალაქ მადრიდში დააკავა.
ინტერპოლმა შეერთებულ შტატებში ხანგრძლივად მცხოვრები პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო. ბასილიას თქმით, მას საფრანგეთიდან, ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, ასევე საქართველოს პროკურატურიდან ოფიციალურად აცნობეს, რომ მასზე ინტერპოლის არხებით ძებნა შეწყდა.
მთავარი პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს მიმართავს, „მისთვის სასურველ დროს“ პროკურატურაში გამოცხადდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ მოსამართლეების, "რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ", თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ძირითადად ფალსიფიცირებული, შესაძლოა, გასაჯაროვდეს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.