შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული არჩილ ა. თბილისში დააკავეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი ე.წ კაბელების საქმის სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის დაკითხვა შემდეგ კვირას, მისივე თხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელდება.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გელა ქ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე და მაია კოპალეიშვილი განცხადებას ავრცელებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული ვახტანგ ხანგოშვილი დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ერევანი - თბილისი - ბათუმის მატარებლის უფროსი, გერასიმ ავეტისიანი და ამავე მატარებლის გამცილებელი გეხამ კოსემიანი დააკავა.
„მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არის ეჭვმიტანილი, რომ ის იმყოფება ზეგავლენის ქვეშ, რომ ის ვერ მიიღებს ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, მერაბ ტურავას განცხადებით, როდესაც კეთდება განცხადება მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ, განცხადების გამკეთებელს გვერდით მინიმუმ ის მოსამართლე უნდა ედგეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მიმართ არსებობს რამდენიმე განაჩენი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.