ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, გიზო ღლონტის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა.
„ეს არის აბსოლუტურად უსამართლო სასამართლო, საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ეს მოსამართლე არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მონა, - აღნიშნული განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის შემდეგ"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ გააკეთა.
“რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე სასამართლოს ტოვებს“,- ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
ე.წ. კაბელების საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის იმედი ჰქონდა. მისივე განცხადებით, სხვა შემთხვევაში საქმეს სასამართლოში არ წაიღებდნენ.
სამართალდამცავებმა ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული არჩილ ფ.
თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილ-კვირიკაშვილის მთავრობაში სასამართლოს და პროკურატურის კონტროლი მიდის, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თუ აიძულებდნენ მოსამართლეს რომ მიეღო, არ ველოდით, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.
ე.წ. კაბელების საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გიზო ღლონტს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა რამდენიმე წუთის წინათ გამოაცხადა.
შსს-მ გურიაში 1992 წელს დაბადებული ლაშა დ. და 1992 წელს დაბადებული დავით ლ. ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.