უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თამარ ლალიაშვილი ზვიად ძიძიგურის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 20 წლის წინათ, ზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯა არ მოუთხოვია.
"კონსერვატიული პარტიის" წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი, თამარ ლალიაშვილი 20 წლის წინათ მისი დაკავების საქმეზე ბრალმდებელი იყო.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ლაშა კურტანიძესა და ლევან როსტოშვილს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
4 მაისს დაკარგული 58 წლის ქალი წნორში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს.
"არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, როცა სამართალდამცველთა შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება არ დაიწყო" - აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ომბუდსმენის მიერ წარდგენილ ანგარიშზე კომენტირებისას გააკეთა.
”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად ამ საქმეზე პროკურატურას არავითარი უტყუარი მტკიცებულება არ გააჩნია.
ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ეს მიანიშნებს იმაზე რომ კოდექსმა გაამართლა, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ UNICEF-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის კონფერენციაზე.
2015 წელს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები გაიზარდა, - აცხადებს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.
სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადასტურებს შს სამინისტრო.
საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ ე.წ კაბელების საქმეზე, ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.