შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გუშინ კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენებმა გამომძიებლებს ჩვენება მისცეს. ექვსი საპორტსმენის გამოკითხვა ხუთი საათი გრძელდებოდა. ისინი ჩვენების მისაცემად საკუთარი ნებით მივიდნენ. კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენებმა სამინისტროს შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.
შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს, - განუცხადა შს მინისტრმა ჟურნალისტებს.
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხურჩაში მომხდარი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება.
მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, კორცხელის ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისი ღონისძიებები მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გატარდება. იგი არ აკონკრეტებს, დაიკითხებიან თუ არა პოლიტიკოსები.
სამართალდამცველებს სწრაფად უნდათ რეაგირება იმ ფაქტებზე, რაც სამეგრელოში მოხდა, ამავდროულად, ეს რეაგირება უნდა იყოს სამართლიანი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გიორგი დ. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
ზუგდიდის პოლიციაში კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების მონაწილეებს, თვითმხილველებსა და მედიის წარმომადგენლებს კითხავენ. დაკითხვიდან უკვე გამოვიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია.
„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ პროკურატურას სოფელ კორცხელში გუშინ მომხდარი დაპირისპირების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება მთავარ პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თინა ბოკუჩავამ და ირაკლი აბესაძემ შეიტანეს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, სარჩელში იდენტიფიცირებულები არიან მოძალადეები.
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ დღეს უზენაეს სასამართლოში თურქეთის რესპუბლიკის პროკურორთა დელეგაციას უმასპინძლა.
საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის N53 საარჩევნო უბანთან მოქალაქეებზე, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.