მთავარი პროკურატურა ინტერპოლის მიერ ძებნილი, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე ჰოლანდიიდან საქართველოში გამთენიისას ჩამოიყვანეს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაასრულა, სადაც შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, - ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანტიკორუფციულმა სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახელით ჩადენილი თაღლითობის ფაქტი გამოავლინა. როგორც სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მომხდართან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კიბერდანაშაულის შემსწავლელი განყოფილება, ამ საქმის (ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებული საქმის) გამოძიების საკითხზე კომენტირებისას გამოძიება ძალიან რთულია და საქართველოს ძალოვანი უწყებები ეფ-ბი-აის გარეშე ვერაფერს გახდებიან, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილმა, ვასილ ჯამალაშვილმა განაცხადა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული თენგიზ ა. თბილისში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მეშვიდე განყოფილების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული რევაზ კ. ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
პირადი ცხოვრებისა და ოჯახის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე სასჯელის გამკაცრება იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და კომიტეტების ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი საამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ე.წ კანონიერი ქურდი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.