ინგა გრიგოლია ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მთავარ პროკურატურაში დაიბარეს.
თბილისის პროკურატურაში ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა დასრულდა. პროკურატურის დატოვების შემდეგ ჯამალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაკითხვა ძალიან მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინათ გამოაცხადა.
ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფხალაძის ადვოკატმა ნანა ფილაურმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე განუცხადა, რომ დაცვის მხარე 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მე-4 განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოდან სომხეთის მიმართულებით გასვლისას, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული ჰუსეინ თ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1960 წელს დაბადებული გივი თ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.
"პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები პროკურატურაში გადაგზავნილ ფაილებში არ შედიოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა დღეს. 19:00 საათზე მთავარ პროკურატურაში გაიმართება.
პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც უცველელად გთავაზობთ:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.