სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება. აღნიშნული ანგარიში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისში, 2004 წლის 27 ოქტომბერს მომხდარი, დავით ოთხმეზურის გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა.
შსს-მ წარსულში ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული მალხაზ დ., 1972 წელს დაბადებული ხვიჩა მ., 1982 წელს დაბადებული ზაზა დ. და 1964 წელს დაბადებული დავით კ. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავა.
სამართალდამცავებმა 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კვიჭიძე გ. და 1977 წელს დაბადებული, ასევე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ღამბაშიძე გ. დაბა ჩოხატაურში, ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს.
"ეს შენ გეხებას" წევრები მსჯელობენ, როგორ უნდა მოგვარდეს მოსმენების სისტემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა.
"არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან" - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, თამაზ მეჭიაური იმ არასამთავრობოების განცხადებას.
ცოტა ხნის წინათ "ლიბერთი ბანკის" თბილისის ერთ-ერთ ფილიალში, კერძოდ, ცოტნე დადაინის #23-ში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც იარაღის მუქარით ბანკის ოპერატორებისაგან თანხა მოითხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია "წამზომი ჩართულია" დაიწყო.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში დეპუტატ მურმან დუმბაძის ძმისა და მეზობლების გაქურდვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციის ფაქტზე, რძის პროდუქტების მწარმოებელი რამდენიმე კომპანიის თანამშრომლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.