თბილისის საქალაქო სასამართლომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ორ ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც gurdian.ge მთლიანად გთავაზობთ.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული თენგიზ დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
საქართველოს პროკურატურა მიმართავს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს და შესაძლებლობას, რათა მსჯავრდებული დავით ახალაია წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც დავით ახალაიას მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას უკავშირდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან დიდი ოდენობით ნედლი ნავთობის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
ინტერპოლმა დათა ახალაიას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული გიორგი ქ. თბილისში დააკავეს.
საგარეჯოს არჩევნების გამოძიების პროცესში თავდაცვის მინისტრი არ დაკითხულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე სიახლეებია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი დგებუაძის პასუხისგებაში მიცემა, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მხოლოდ ე.წ. ნავთლუღის საქმეზე მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მინსკში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელორუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს იგორ შუნევიჩს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.