მთავარ პროკურატურაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების ირგვლივ, მოწმის სახით ივანე მაჭავარიანის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.
სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია არ გამორიცხავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურების ხელშიც იყოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში არის ზედმეტად ზოგადი და მას მთელ რიგ საკითხებში კონკრეტიკა აკლია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.
ფარული ვიდეოჩანაწერების შექმნასა და გავრცელებაში ლგბტ პირების უფლებადამცველი, გიორგი ტატიშვილი ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს. ტატიშვილმა მთავარ პროკურატურას ყველა იმ პირის ვინაობა დაუსახელა, რომლებსაც ამ საქმესთან კავშირი აქვს.
პიროვნება, ვისზეც ითქვა, რომ თსუ-ში მუშაობს, როგორც ე.წ. ოდეერი ჩვენთან 2015 წლის აგვისტომდე ირიცხებოდა, თუმცა მას შემდეგ ის უბრალოდ კანცლერის მოადგილე იყო, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ.
ექსპერტი ვანო მაჭავარიანი დაკითხვაზე დაიბარეს. მთავარი პროკურატურის ცნობით, მაჭავარიანი მოწმის სახით, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული. მას უწყებაში ამ წუთებში ელოდებიან.
ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურ ქსელში სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს. როგორც მაჭავარიანმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა, მას კადრები არ უნახავს, თუმცა, ვიდეოებს ფოტოები ედო, რომელიც მეტყველებდა, რომ ფარული ჩანაწერი იყო.
თბილისისს საქალაქო სასამართლოს დახურულ სხდომაზე ე.წ. კაბელების საქმეზე ირაკლი სესიაშვილის დაკითხვა დასრულდა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იგი ლობირებას უწევდა "იმ ძალიან მნიშვნელოვან იდეას, რაც ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას მოემსახურებოდა".
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე ე.წ "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით, ირაკლი სესიაშვილის დაკითხვას ეხმიანება და აცხადებს, რომ სესიაშვილს გული დასწყდა, რომ ეს პროექტი არ განხორციელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი იკითხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.