შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული მამუკა ნ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამტრედიაში დააკავეს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანის და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ "უღირსი ფოტო და ვიდეომასალის" გამოქვეყნება იგეგმება. გიორგი პაპუაშვილმა ამის თაობაზე "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ კადრების გამოქვეყნების შემთხვევაშიც, სასამართლო განაგრძობს თავისუფალ რეჟიმში მუშაობას.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ალექსი პეტრიაშვილის 4-საათიანი დაკითხვა დასრულდა. რესპუბლიკური საავადმყოფო უკომენტაროდ დატოვეს გამომძიებლებმა.
ქუთაისში, პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 112 –ე მუხლით მიმდინარეობს
"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე მივიდნენ გამომძიებლები, პეტრიაშვილის ადვოკატი, ლევან სამუშია და პარტიის წევრები.
ომბუდსმენი ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე სახელმწიფო უწყებას მიმართავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"შპს "ბათუმის წყალთან" დაკავშირებული მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, გამოვხატავ სრულ მზადყოფნას, ვითანამშრომლო სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, მივაწოდო სრული და ობიექტური ინფორმაცია მომხდარი ფაქტის ირგვლივ" - ალექსანდრე მიქელაძე.
შსს-მ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ჯონი კ. გორის რაიონის სოფელ რუისში დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო საზღვრის კონტროლისაგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.