პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით აღძრულ საქმეში პროკურატურამ უდანაშაულოდ ცნო. თეთრაძე სამხედრო პოლიციამ 2011 წლის სექტემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, რამდენიმე დღეში თეთრაძე გლდანის ციხეში გარდაიცვალა.
"ჩემი ინტერესია, ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს" - გიორგი მღებრიშვილი.
გიორგი მღებრიშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ შესაძლოა, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე გადაკვალიფიცირდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიქტორ დოლიძემ განუცხადა.
ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებს ირაკლი ჩიქოვანსა და ვიქტორ დოლიძეს ხვდება. მინისტრი მათ ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
იუსტიციის სამინისტრო სამთავრობო კომისიის წევრების მიერ, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსში გიორგი პაპუაშვილისათვის მიკუთვნებულ ქულებს ასაჯაროვებს, საიდანაც ჩანს, რომ პაპუაშვილმა საკმაოდ დაბალი ქულები მიიღო.
ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საჭიროა მოხდეს სწრაფი გამოძიება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი შესაძლოა დღეს დაკითხონ. პეტრიაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ დღეს მას უკვე პალატაში გადაიყვანენ.
მალაიზიაში ნარკოტიკული ნივთიერებების გადატანის ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში დაბრუნდა და მალაიზიაში მისი დაკავების ისტორიაზე მან "რუსთავი 2" -ის ჟურნალისტთან ისაუბრა.
"სანამ ალექსი პეტრიაშვილს გაიცნობდა, ეკა მიშველაძეს რომანი ჰქონდა ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენთან (რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს), რასაც ჟურნალისტი თავის დროზე არც მალავდა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.