შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩადენის დროს ლევან მ-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მიაკვლიეს.
"საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი, არ იქნება დაკავებული მეორე შემსრულებელიც და არ იქნება დაკავებული დამკვეთიც, - ეს განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან, რესპუბლკური საავადმყოფოს დატოვების შემდეგ გააკეთა.
ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, მერაბ ჯორბენაძემ ცოტა ხნის წინათ მიიღო.
"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული ლევან მექვაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი 11:00 საათზე გაიმართება.
ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხურში 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლა. მამაკაცმა თავი საკუთარ სახლში მოიკლა და იმ დროს ოჯახში მისი ნათესავებიც იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ლევან მ. ბორჯომში დააკავეს.
სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ანა დოლიძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 3 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი დაუბრუნდებათ.
ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინააღმდეგ, სარჩელი შეიტანა. მიშველაძე სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,პირველი სტუდიის" გაუქმების შესახებ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.
"ვისურვებდი, რომ არ ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ დამნაშავედ შერაცხული" - განცხადება ამის შესახებ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულმა, აიუფ ბორჩაშვილმა დასკვნითი სიტყვისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.