„საქართველოს ბანკის“ კუთვნილი 10 მილიონ ლარამდე თანხა გაიტაცეს. თანხის გატაცების შესახებ ინფორმაცია „ინფო 9“-ს „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა კონკრეტული თანხა, თუ რამდენია დაკარგული, არ დააკონკრეტეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო განხილვა, 28 ოქტომბერს, 10.00 საათზე განახლდება.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. პროცესი დღეს, 10:00 საათზე დაიწყება. სარჩელის განხილვისას შუამდგომლობების ეტაპი დასრულებულია.
უკრაინულ პორტალზე "kievnews.in.ua" კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ასახულია მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი რამდენიმე ეპიზოდი.
შსს "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის კამერების დამონტაჟებას და საპატრულო პოლიციის მუდმივ მორიგეობას გეგმავს, - ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამნეტის დირექტორმა თეა პერტაიამ განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ნიკა გვარამიას და ალექსი ახვლედიანის დაკითხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, იქიდან გამომდინარე, რომ ნიკა გვარამიას და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, გამოძიება უახლოეს დღეებში მოწმის სახით დამატებით ნიკა გვარამიას დაჰკითხავს.
არც მესინჯერი ვარ, არც შუამავალი, - ამის შესახებ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ორაკლი ღარიბაშვილს იგი ბოლოს 24 აგვისტოს შეხვდა და მას შემდეგ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას ხელისუფლებისგან მესიჯი საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.