ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეისთვის დასრულებულია. მომდევნო პროცესი 26 ოქტომბერს, 10:00 საათისთვის ჩაინიშნა. სწორედ ამ დღეს უნდა გამოაცხადოს მოსამართლემ გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც "რუსთავი 2"-სთვის და მისი მფლობელებისთვის ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება.
მოსამართლე მართავს პროცესს და მას აქვს უფლება დასაბუთებული გადაწყვეტილება პროცესის ნორმალურად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მიიღოს, განუცხადა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის შეფასებისას.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის გენერალურს დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელიც წინა პროცესიდან სხდომათა დარბაზიდან გააძევა, დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლებაც არ მისცა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მართლმსაჯულებას მოუწოდებს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროცესის გამჭვირვალობა და სანდობაა უზრუნველყოს.
შსს-მ წარსულში ნასამართლევი პირები: 1991 წელს დაბადებული გიორგი ლ, 1990 წელს დაბადებული გიორგი მ, 1984 წელს დაბადებული ვლადიმერ მ. ჯგუფურად გამოძალვის, ხოლო 1957 წელს დაბადებული მიხეილ ჯ. გამოძალვაში დახმარების ბრალდებით თბილისში დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე ომარ ხ. დააკავეს.
3 მილიონამდე თანხის მითვისების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაძლოა, დღეს წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი დაკითხონ.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 22 ოქტომბრამდე გადადო. მოსამართლის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა "რუსთავი2" -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დარბაზიდან გაძევება.
თბილისის საქალაქო სასამართლოდან, სადაც „რუსთავი2“-ის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააძევეს. პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებმაც დატოვეს.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავის 2"-ის საქმეზე თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატები დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებას ითხოვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.