ჩამოშორდით ამ პროცესს და მიანდეთ ის სხვა მოსამართლეს, რომელსაც არ ექნება დატყვევებული ოჯახის წევრის და ანტიგვარამიულად განწყობილი მეუღლის პრობლემები, - ასე მიმართა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს პროცესის მიმდინარეობისას.
ეს საქმე პირად კონტროლზე მყავს აყვანილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა ე.წ. კასრების საქმეზე კომენტირებისას განუცხადა.
პირველად საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ყველა პროკურორს და გამომძიებელს გვაქვს შესაძლებლობა თავად გადავწყვიტოთ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც საპროკურორო საბჭოს 8 წევრის არჩევა უნდა მოხდეს.
დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კადრებს უყურებდნენ და ხდებოდა ამ კადრების გარჩევა. ასეთი ავადმყოფი ხალხი იყო ქვეყნის სათავეში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოს სამალავში აღმოჩენილი წამების კადრების გავრცელების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 11 პირი, რომელთაგან ორთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ერთი ბრალდებული კი სასამართლომ გაამართლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
უკრაინულმა ვებ-გვერდმა tube.ua-მ სათაურით, "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც სავარაუდოდ, სამეგრელოში, წამების ფაქტებია ასახული.
"ტაბულას" დირექტორი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს. ხელწერილის საფუძველზე, ისინი დღეს, 17:00 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
გაზპრომთან მოლაპარაკების წინააღმდეგ აქციაზე ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამავე ტელევიზიის პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და ერთი სტუდენტი დააკავეს.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ქუჩის ნარკოტესტირების წესის შეცვლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.