შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ს. ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გურჯაანის საქალაქო სასამართლოში თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე დაკავებული მევენახეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბათუმში, თამარის დასახლებაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ერთი დანით, მეორე კი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. აღნიშნული შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
კახა მამულაშვილი გათავისუფლების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში გარკვეულ დოკუმენტზე ხელის მოწერის მიზნით ადვოკატთან ერთად მივიდა. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა.
ნარკოდანაშაულში ბრალდებული პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე ”მამულიჩა” სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს. მამულაშვილის წინასასამართლო სხდომა სასამართლოში 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი ახლობლები, მათ შორის ძმა, შვილი და მეგობრები მე-12 დარბაზთან პროცესის დაწყებას თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ, მის მიერ გამოვლენილი ნარკოტრანზიტის მარშრუტის გავლით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის მორიგი ფაქტები აღკვეთა.
სამართალდამცველებმა ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ოთხი პირი: 1993 წელს დაბადებული რუბენ ჯ, 1988 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1993 წელს დაბადებული დიდიმი ა. და 1993 წელს დაბადებული ლადო ა. დააკავეს.
შსს-ს თანამშრომლებმა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული რამინ ფ. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული მ. ა. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში ერთი პირი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.