სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შპს "კაზინო აჭარას" მმართველი დირექტორის ვედრან ბაიატის, მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვიკტორ ტროიცკის და იურიდიული პირის - შპს "კაზინო აჭარას" მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

სრულად...

შსს-მ ჰააგის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან ძალადობრივი ქურდობის, გამოძალვის და დამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობისთვის საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ეროვნებით ქართველი, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ლევან ბ. თბილისში დააკავა.

სრულად...

თბილისის ყოფილ მერს, პატიმრობაში მყოფ გიგი უგულავას ხვალიდან სახაზინო ადვოკატი დაიცავს, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის საქმეზე პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ განაცხადა.

სრულად...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე   ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის  ადმინისტრაციის უფროსი, გია ნიკოლეიშვილი დააკავა.

სრულად...

პროკურორ მაია სილაგაძის განცხადებით, ჯოკია ბოდოკიას საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება. პროკურორმა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, ბოდოკიას და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებია დაწყებული, კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სრულად...

2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის საფუძველზეც, ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განისაზღვრა.

სრულად...

ხულოში, მწვანე ტბის ფსკერზე დიდი ოდენობით იარაღი და ყუმბარმტყორცნები აღმოაჩინეს. არსენალის აღმოჩენა ექსპედიციის დროს მოხდა, რა დროსაც ფლორისა და ფაუნის შესწავლა მიმდინარეობდა. მყვინთავების განცხადებით, ტბის ფსკერზე ათობით ყუმბარმტყორცნი და საბრძოლო იარაღია განთავსებული.

სრულად...

ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ ვინ შეიჭრნენ დელფინარიუმში, რომლებმაც დელფინების გათავისუფლება მოითხოვეს.

სრულად...

2015 წლის 28 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან გვაზავას ახლობლები თავდასხმის ვერსიას გამორიცხავენ და თვითმკვლელობის მცდელობაზე საუბრობენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი