შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად გოგა რაზმაძე დანიშნა. მინისტრი დღეს გოგა რაზმაძეს შეხვდა, თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა, მასთან საპატრულო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.
ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.
ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. დასკვნითი სიტყვა უკვე წარმოსთქვა ბრალდების მხარემ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, მალხაზ დიასამიძე დააკავეს.
თბილისის პროკურატურამ ერთი პირი დააკავა, რომელიც პატიმრის ძმას საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობიტ 5000 ლარი გამოსძალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მიხეილ ძაძამია დაიკითხა. მისი თქმით, ექსპრემიერის გარდაცვალებამდე, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად ქირაობდა მისთვის კონსპირაციულ ბინებს.
ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა და 2005 წლის 3 თებერვლის ღამე დეტალურად გაიხსენა. ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა უფროსმა სასამართლო პროცესზე ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ზარის შესახებაც ისაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ- მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი გიორგი მღებრიშვილის მოადგილედ დაინიშნა. გამეზარდაშვილი ამ ეტაპზე ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანამდებობასაც შეინარჩუნებს.
შსს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 9 აგვისტოს ბორჯომი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის იმ ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელიც გადაღებულია საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერით და საპატრულო ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის უფროსად ირაკლი ჭოხონელიძე დაინიშნა. ამ თანამდებობის დაკავებამდე, ირაკლი ჭოხონელიძე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.