ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“-ს განყოფილების უფროსი, დავით ღვინიაშვილი დააკავა.
წუხელ, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გენერალ-მაიორ ლევან გვაზავას დაჭრისა და მისი დეიდაშვილის რეზო კალომლეწავის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ოქროყანაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. აღნიშნულ ინფორმაციას „აფხაზეთის ხმა" ავრცელებს.
უკრაინის ქალაქ ოდესის პოლიციის უფროსი ქრთამის სახით 20 ათასი დოლარის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამი პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
შსს-მ 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამინ ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით სოფელ ფონიჭალაში დააკავა.
კომპანია "სითი პარკის" თანამშრომლები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. მათი ადვოკატის, მამუკა მდინარაძის თქმით, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იყვნენ გადაყვანილი და ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით "სითი პარკის" სამი თანამშრომელი - 1976 წელს დაბადებული ლევან გ, 1992 წელს დაბადებული დიმიტრი ლ. და 1990 წელს დაბადებული თორნიკე კ. თბილისში დააკავეს.
კაზინო "აჭარას" გადასახადებისთვის თავის არიდებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შპს "კაზინო აჭარას" მიმართ მიმდინარეობს გამოძიება 218-ე (გადასახადებისათვის თავის არიდება) და 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ივლისის თვის და იანვარ-ივლისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.