რეფორმის შედეგად ახალი წესით არჩეული იქნება ახალი მთავარი პროკურორი - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ განუცხადა, თუმცა როგორც მან დააკონკრეტა, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.
ჩვენ ყველა უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, რომ სანამ სასამართლოს განაჩენით არ არის ვინმე დამნაშავედ გამოცხადებული, მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა.
გლდანში, ახმეტელის მეტროსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, პოლიციის თანამშრომელს ახალგაზრდა მამაკაცმა ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.
გიორგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:
გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას "თბილსერვისის" საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მისი ყველა ქონება კანონიერად არის შეძენილი და სახლთან დაკავშირებით თუ ვინმეს სახელმწიფოსთან პრეტენზია აქვს, სახელმწიფოს უნდა მიმართოს.
თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა და ისმის მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიგი უგულავას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. მან განაჩენი „თბილსერვისის“ და რიყის გახვისების საქმეზე უნდა გამოიტანოს. გადაწყვეტილება სავარაუდოდ უახლოეს საათებში გამოცხადდება.
პროკურორების მთავარი მიზანია, ივანიშვილს პატაკი ჩემი დაკავების შესახებ მზის ჩასვლამდე ჩააბარონ, რადგან მერე ის იძინებს, - ამის შესახებ გიგი უგულავამ სასამართლოს სხდომის საათნახევრით გადადების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ საბოლოო სიტყვის თქმას პროცესის განახლების შემდეგ არ აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.