საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი ნუგზარ ციბაძე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1938 წელს დაბადებული ნარიმან მ. განზრახ მკვლელობის ფაქტზე ამხილეს.
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში - გივი ყულჯანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2015 წლის 23 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ალირეზა ალ საზეგარი დააკავეს.
პროკურატურა 2015 წლის 22 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელშიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მონაწილეობდა, განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სამართალწარმოების დასრულებამდე კომენტარებისა და განცხადებების გაკეთება მიზანშეუწონელია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა 12 პირი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორი, ბრალდებულის სახით დააკავა.
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმრის გლდანის ციხეში გარდაცვალება ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას მიერ სასტიკ წამებას უკავშირდება.
პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ დასაშვებად ცნო, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 6 ივლისს არის ჩანიშნული.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.