საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შებოლილი თევზის ფალსიფიკაციის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს" ფაქტობრივი მმართველი, თენგიზ წიქარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
შსს-მ უკანონო ტყითსარგებლობის, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის, ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე რამდენიმე პირი ამხილა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
მოსამართლის განჩინებით, გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმის განხილვის სხდომებზე, ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა სასამართლო განხილვების დასრულებამდე შეიზღუდა. თბილისის საქალაქო სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას ნაფიც მსაჯულებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის საფრთხის თავიდან აცილების მოტივით ხსნის.
ე.წ. "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაცვის მხარის განცხადება, რომ თითქოსდა პროკურატურამ განზრახ მიანიჭა საიდუმლო გრიფი სააპელაციო საჩივარს შინაარსის ვითომდა საზოგადოებისათვის დასამალად, "არის აშკარა ტყუილი".
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული მალხაზ ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკამყოფილა და ლაშა მხარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე შეუფარდა.
შსს-ს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიორგი ნ. დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შსს-მ 1973 წელს დაბადებული ლევან ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.