საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 5 ფაქტი.
შსს-მ უკანონო თევზჭერის ბრალდებით სამი პირი: 1982 წელს დაბადებული ვალერიან მ, 1950 წელს დაბადებული გიორგი ნ. და 1974 წელს დაბადებული ბესიკ მ. გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში დააკავა.
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის გარდაბნის გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცერი შოთა ბიწაძე დააკავა.
"ძალიან მძიმე იყო სურათი, რაც ვნახეთ. ზურას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა, ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა, 5 წუთის საშუალება რომ ჰქონოდა, სურათს აუცილებლად შეცვლიდა. სურათი იყო ასეთი: უსუპოვი და ჟვანია ბინაში შიშვლები იყვნენ", - განაცხადა ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ სასამართლო სხდომაზე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი 1 750 352 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორი პირი მისცა.
შსს-მ წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე აფიკ ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავა.
პროკურატურამ ლიკა კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ბრალდებულ დავით კეზერაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილეს. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და გამოძალვისთვის ბრალდებულ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი ირაკლი მირუაშვილი, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
მაღალი საჯარო ინტერესის გამო, რომელიც თბილისში, კუს ტბაზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეოს გავრცელებიდან უმოკლეს დროში მოკვლევა ჩაატარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.