შსს-მ წარსულში იარაღის უკანონო ტარება-შენახვისთვის ნასამართლევი, აზერბაიჯანის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული შოთა მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და რეალიზაციის ბრალდებით რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე დააკავეს.
სასამართლო ვალდებული იქნება, საკუთარი ინიციატივით, ორ თვეში ერთხელ, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი განიხილოს. ცვლილებები "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" იმ ნორმებში შედის, რომელიც აღკვეთი ღონისძიების – განსაკუთრებით კი პატიმრობის, გამოყენებას, შეცვლასა და გაუქმებას ეხება.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამართალდამცავებს მიმართავს, რომ ე.წ. კაბელების საქმის გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ.
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს ტყვიავის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გელა ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
გასაკვირია, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უკვე მერამდენე თვეა უდანაშაულო ადამიანები საპყრობილეში არიან, - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა
სამართალდამცველებმა პირველ ლიგაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულია ქართული საფეხბურთო ლიგების რამდენიმე გუნდის ფეხბურთელი, რომლებიც ბრალდებულები არიან თამაშების ჩაწყობაში.
არსებული ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე სკოლის მოსწავლე, ახალგაზრდა გოგონა, გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე სასკოლო ჩანთის ქამრით არის დამხრჩვალი. ერთ-ერთი ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს შეხვდა.
სამართალდამცველებმა თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19 სხვადასხვა ვებ-გვერდზე პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამირების ფაქტზე გამოავლინეს და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს 40 პირი.
შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ზურაბ ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.