თბილისის ყოფილი მერისთვის, გიგი უგულავასთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ვრცელი განცხადებით ეხმაურება.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ დღეს უდანაშაულოდ ცნო. მართალი ვიყავი და, რა თქმა უნდა, ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, - განუცხადა ჟურნალისტებს ექსპერტმა, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ.
გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა პროკურატურის მოთხოვნა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინათ დააკმაყოფილა და განაჩენი გამოაცხადა.
გიგი უგულავამ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ სასამართლო არის "ივანიშვილის ჩმორი" და ემსახურება მისი იდეების "გაპრავებას", შესაბამისად, მის სასამართლო პროცესებზე დასწრებას არანაირი აზრი არ აქვს.
პროკურატურამ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. პროცესი თბილისის ყოფილი მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით დღეს 12:30 საათზე გაიმართება.
საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე (ტელეკომპანია “იმედი”, მთაწმინდის პარკი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, 2007 წლის ნოემბრის მოვლენები) საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2015 წლის 13 მარტის დადგენილებით დაუზუსტდა ბრალდება.
დავით კეზერაშვილს 7 ნოემბრისა და "იმედში" შეჭრის საქმეზე, ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გუშინ, პროკურატურის დატოვების შემდეგ, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ანდრო ბოჭორიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, პოლიციის თანამშრომელ გიორგი იორამიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
2015 წლის 13 მარტს, მესტიაში მომხდარი გიორგი რატიანის მკვლელობის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ საქართველოს შსს - საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დეპარტამენტის მე-9 სამმართველოს ოპერატიული მორიგე კახა მარგიანი დააკავა.
მესტიის მუნიციპალიტეტში წუხელ მკვლელობა მოხდა. სასაზღვრო პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ავტომატიდან გასროლით მოკლა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მყოფი მეორე პირი კი დაჭრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.