დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ახალი კოდექსის შესახებ ისაუბრა.
შსს-ს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები ლაშა ო. თბილისში ჩადენილი მკვლელობისთვის დააკავეს.
კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გიორგი სიბაშვილი სასამართლომ წარდგენილ ხუთივე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურა გიორგი სიბაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა, ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ედავებოდა. პროცესს მოსამართლე მამუკა წიკლაური უძღვებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გაზეთ “ასავალ-დასავალის” წინააღმდეგ "თიბისი ბანკისა" და მამუკა ხაზარაძის სარჩელი. სასამართლომ დაავალა “ასავალ-დასავალს” მის მიერ გავრცელებული ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა.
თელავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. “2015 წლის 10 მარტს, თელავში მომხდარი ა.ბოჭორიშვილის მკვლელობის ფაქტზე კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ დაკავებულია შსს ახმეტის რაიონული პოლიციის პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილი.
საბერძნეთის პოლიცია მოქალაქეთა ძარცვისა და ქურდობითვის 25 თებერვალს დაკავებული ათი ქართველის ვინაობას და ფოტოებს აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო გიორგობიანის თქმით, თელავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.
თელავში, ლეგიონის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. ძმებს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი ძმა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაჭრილ მდგომარეობაში ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მცხეთის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის სახით, 4 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1957 წელს დაბადებული დავით მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.