თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს პირველი ხაზის ყველა სადგურზე 11: 18 საათიდან მოძრაობა სრულად აღდგა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, 09:55 წუთზე მეტროსადგურ სამგორში საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების პრობლემა დაფიქსირდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მლეთა-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, გუდაური-კობის მონაკვეთზე კი ზვავსაშიშროების გამო, გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თბილისში, გრიპის ვირუსის გამო, ოთხი კლინიკა 24-საათიან მომსახურებაზე გადავა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა.
14 დეკემბრიდან, ის სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის, საბავშვო ბაღები, სადაც გრიპის ვირუსის გამო ბავშვების გამოუცხადებლობა 40%-ს აღემატება, სამი დღით დაიკეტება, - აღნიშნული განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სისხლის გადასხმის საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
თბილისის შემოგარენში სანიტარული ჭრა გრძელდება. კრწანისი-შინდისის გზის გასწვრივ, ფიჭვნარ კორომებში მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა სანიტარული ჭრის ღონისძიებები განახორციელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.