საქართველოში ჯანდაცვა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული და უფრო ხარისხიანი გახდება, - პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობა ჯანდაცვის რეფორმების მეორე ეტაპს იწყებს.
კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და კულტურული მიმართულებით საქართველოს წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 195 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება, - შესაბამისი ცვლილებების პაკეტს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ მოამზადა, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი საქართველოს, UNESCO-ს მიერ, მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს, - როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიოში ამჟამად, ამგვარი სტატუსის მხოლოდ 10 ობიექტია.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია და ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუნედტებს შეხვდა.
თბილისში ახალი ბიზნესცენტრი გაიხსნა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების მქონე ახალი ბიზნესცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრი საფუძველს ჩაუყრის საინტერესო იდეებს, რომლებიც მოიტანს დამატებით ინვესტიციებს ქვეყანაში და თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკის სწრაფ განვითარებაში.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან ერთად, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.