ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
”აუდიტორია 115”-ის სტუდენტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავეს. მათ ტერიტორია შიგნიდან აქვთ ბლოკირებული.
„საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გაგრძელდება", - აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დღეს მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.
საქართველოში ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოჩენილი ბრიტანელი დიპლომატის, მწერლის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწის, ოლივერ უორდროპის და მისი დის, მარჯორი უორდროპის საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა გაიმართა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები, საქართველოს შს სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში, უწყებაში განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარკეთილში წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა; მამა იოსებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გახსნას დაესწრნენ.
ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაესწრო და საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.