სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტს, ვან ტიანჩიუან შეხვდნენ.
”მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება. შეხვედრა ტელეკომპანიაში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების მომატებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 8 აპრილს მეტროს პარალიზებით იმუქრებიან.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აუტიზმის მქონე ბავშვები დალოცა. აუტიზმით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები დღეს სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულთან დაკავშირებით, მისმა უწმინდესობამ საზეიმო წირვა აღავლინა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ, - განაცხადა დღეს მისმა უწმინდესობამ საკვირაო ქადაგებისას.
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს წვიმას, 5 აპრილიდან კი გამოდარებას პროგნოზირებენ.
ლისის ტბის რეკრეაციული კომპლექსის მიმდებარედ გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა. 2-2.5 მ სიმაღლის კედარის, კიპარისისა და ცაცხვის ჯიშის ხე-მცენარეები ლისის ტბის გარშემო ქარსაცავი ზოლის მოწყობის მიზნით დაირგო.
თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრაზე ჩხუბი მოხდა. შეხვედრა ქობულეთში, საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარეობდა. თამაშის ბოლო წუთებში, გულშემატკივართა შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო
თბილისში, კუტუზოვის (გამრეკელი) ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
მინიმალურად აუცილებელი რეგულაციებით დავიწყებთ, რათა ეტაპობრივად მდგომარეობა მოვაწესრიგოთ ტაქსების სექტორში, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტაქსებზე რეგულაციების შემოღების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.