ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ავიაკომპანიებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ ბილეთი იაფი ღირდეს და რაც შეიძლება მეტი სტუმარი ჩამოვიდეს საქართველოში.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დიდუბის გამგებელთან, ირმა ზავრადაშვილთან ერთად, დიდუბეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, ზურაბ სოტკილავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ცნობილი ვარსკვლავების კონცერტებზე ბილეთების ფასი სიმბოლური იქნება. როგორც პროექტ Check-in Georgia-ს შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ბილეთების ფასი 20-30 ლარიდან დაიწყება. მათი მაქსიმალური ღირებულება 90 ლარი იქნება.
კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე პროდიუსერებს ბათუმის საკონცერტო მოედანს სარგებლობისთვის სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზებს.
ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე შპს "სავარძელის" საწყობში ძლიერი ხანძარია. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი საწარმოს გვერდით არსებულ გაყინული პროდუქტების საწყობზე და მიმდებარედ ორსართულიან შენობებზეც გავრცელდა.
”თელასის” ინფორმაციით ხვალ, სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
ერთი კვირაა ფოთში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. როგორც ცნობილია, 28 წლის გიგა გოგოხია გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია, ის ფოთში მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
დღეიდან, 17 აპრილის ჩათვლით ღამის საათებში „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ეს განცხადება თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა გააკეთა.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.