"თბილისის მიკროავტობუსმა" კონდიციონერების ჩაურთველობის გამო ურჩი მძღოლები დააჯარიმა. "თბილისის მიკროავტობუსის" ცნობით, მონიტორინგის შედეგად კომპანიამ ურჩი მძღოლების ნაწილს გაფრთხილება მისცა, ნაწილს კი ორი კვირით მიკროავტობუსის მართვა აეკრძალა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა. თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი ცოტა ხნი წინ დასრულდა. აუქიონის შედეგების მიხედვით, შენობა 9 450 000.00 USD (21766185.00 GEL) გაიყიდა.
მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. ეთერ კაკულიას სიმსივნის დიაგნოზი ერთი წლის წინათ დაუსვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.
მალე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, იან კელი შეუდგება მოღვაწეობას. იგი სენატმა ელჩად უკვე დაამტკიცა. პეტრე მამრაძე, ამერიკის ახალი ელჩისა და რიჩარდ ნორლანდის შესახებ გაზეთ "რეზონანსს" ესაუბრა და ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი, მორიდებულ და მეოჯახე პიროვნებად დაახასიათა.
საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ ბაზაზე შეიქმნა ახალი ვებგვერდი – az.kvira.ge, სადაც ყოველდღიურად აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნება ის მიმდინარე სიახლეები, რომლებიც პორტალ “კვირაზე” განთავსდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი დღეს დასრულდება. შენობის საწყისი ღირებულება 6 მილიონი ამერიკული დოლარია.
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, სოფელ კრწანისში გამავალ საშუალო წნევის გაზსადენზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარების გამო, 26 ივნისს 11:00-დან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება სოფელ კრწანისის და გიგანტის დასახლების კორპუსებსა და კერძო სექტორის ნაწილს, აგრეთვე, ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს _ სულ 500-მდე აბონენტს.
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ათენიდან საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები და ჰიგიენური საშუალებები გამოაგზავნეს.
უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტები სტიქიური უბედურებიდან უკვე 10 დღის შემდეგ დაუფარავად აცხადებენ, რომ სტიქიურად სარისკო ზონებში ბინის ფასი საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამოსცდება, განსაკუთრებით იმ მდინარისპირა ადგილებში, სადაც ხალხი უსაფრთხო ცხოვრებას ეჭვის თვალით უყურებს.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად რძის, რძის ნაწარმის და თაფლის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.