შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.
თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ სტიქიის დროს ერთ-ერთი საკანალიზაციო მილი დაზიანდა, რის გამოც წყალი მდინარე ვერეში ჩაედინება. მისი თქმით, ეს არის დროებითი ღონისძიება და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს" დაზიანებეული კოლექტორის აღდგენის ვალდებულება აქვს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, გრძელდება წყლის სინჯების კვლევა თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებულ წერტილებში.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტეტანუსის აცრა თბილისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულმა 2 000-მდე პირმა გაიკეთა , – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სტიქიის ზონებიდან ნაშალი მასალისა და ქვიშის უმეტესი ნაწილი უკვე გატანილია. მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს იმ სამი ადამიანის ძიება, რომლებიც ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.
ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციამ "ევრო 2016"-ის შესარჩევ მატჩში საქართველოსა და გერმანიის გუნდებს შორის მომხდარი ინციდენტების გამო, სფფ 50 ათასი ევროთი დააჯარიმა. აღნიშნულ ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.
თბილისში, ზაჰესთან, მდინარე მტკვარში მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში სათევზაოდ შევიდა და წყალმა გაიტაცა. მაშველებმა ორივე მათგანი გადაარჩინეს.
UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა თუ დღეს არ დაიწყო, biletebi.ge კონტრაქტს დაარღვევს. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებს, ინტერნეტმაღაზია biletebi.ge ვალდებულია, დღეს დაიწყოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ახალდაბაში სტიქიით დაზიანებული ადგილები მოინახულა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ახალდაბაში უკვე აღდგენილია საავტომობილო გზა, დასრულებულია ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის საჭირო სამუშაოები და მოსახლეობა მას ხვალიდან მიიღებს, 2-3 დღეში აღდგება წყლის მიწოდებაც
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.