სს "ბანკი ქართუმ" თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე 2.250.000 ლარი გადარიცხა.
"სუპერ პუმები" სამაშველო ოპერაციაში ვერ იქნებოდა გამოყენებული იქედან გამომდინარე, რომ ეს "პუმები" იყო VIP მომსახურების და არა სამაშველო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 20 მილიონ ლარამდეა მობილიზებული.
ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი ფასიანი იყოს – ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” დონორთა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ორგანიზებით, ქუჩის მუსიკოსებმა გუშინ საღამოს მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ღია კონცერტი გამართეს და მიღებული ფულადი შემოწირულობით, თბილისში 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარნენ.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ვერ აკონკრეტებს აუნაზღაურდებათ თუ არა დაუზღვეველი ავტომანქანების მფლობელებს 13 ივნისს მიყენებული ზარალი. მისი განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს უნდა შევხედოთ კომპლექსურად და არა მხოლოდ რაიმე კონკრეტული მიმართულებით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, "სუპერ პუმას" ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. ამის შესახებ კაპანაძემ თავდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი შეიძლება იყოს ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ იქნება ალტერნატიული გზები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა.
ვერეს ხეობის შესწავლის და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის აღდგენასთან დაკავშირებით გუშინ თბილისის მერიაში უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტებმა თბილისის მერს ვერეს ხეობის განვითარების შესახებ კონკრეტული წინადადებები წარუდგინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.