30 ივნისს, 00.00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა, რაც მტკვრის დონის მატებას გამოიწვევს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„რუსთავის ფოლადიდან“ რეორგანიზაციის შედეგად 300-დან 500-მდე თანამშრომელი გათავისუფლდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი კომპანიის წინააღმდეგ გაუმართლებელი სასამართლო პროცესებია.
მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა ნაწილისა და ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიის გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები, დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება.
ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ, ქვეყნის 50-ვე შტატში ერთსქესიანთა ქორწინება კანონიერად სცნო. 26 ივნისიდან, კონსტიტუციაში შესული ცვლილების მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება დაქორწინდეს მასზე, ვისზეც სურს!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დიდ შეცდომას უწოდებს. პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები და სახელმწიფოები უკანონობას აკანონებენ.
საფრანგეთში, ტუნისსა და კუვეიტში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმების გამო მწუხარებას გამოხატავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.
აზერბაიჯანის საელჩოსთან, კახის რაიონის წმინდა გიორგის სახელობის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის მხარდასაჭერად თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აქციას მართავენ. ახალგაზრდების მიერ ქუჩაში გამოტანილ პლაკატებზე აღნიშნულია, რომ მართლმადიდებელი ერი მხარს უჭერს არქიმანდრიტ დემეტრეს.
საქართველოში უმაღლესი თანამდებობის პირები ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი სინდისის, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ვიცით, რომ ჩვენი ზურგი დაცულია თქვენს მიერ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახალმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს დღევანდელ ღონისძიებაზე.
თქვენ აკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს, აღნიშნული სამსახურის დაარსების 21-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
თბილისის მერიაში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.