იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ აშენებულ შენობაში ცხოვრობენ, განსაკუთრებით კი ბავშვიან ოჯახებს, თბილისის მერია ქუჩაში არ დატოვებს და ყურადღებას მიაქცევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და უკანონო მშენებლობების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
დედაქალაქის ბიუჯეტიდან ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქის დასაფინანსებლად წელიწადში 29 ათასიდან 60 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმად, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება.
„ლიბერთი“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ვაჟა მენაბდე არ გამორიცხავს ახალი საპენსიო ტენდერის პირობების გამოცხადების შემდეგ ე.წ. საპენსიო სესხებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს ან ამ კატეგორიის პროდუქტი საერთოდ გაქრეს ბაზრიდან. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად“ ისაუბრა.
„ლიბერთი“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე გადაცემაში „ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად“ აცხადებს, რომ შესაძლოა, ახალმა მენეჯმენტმა საპენსიო გასაცემლების შესახებ ტენდერში მონაწილეობაზე უარის გადაწყვეტილება მიიღოს. მისი განცხადებით, გადაწყვეტილებას ბანკი სატენდერო კონკურსის პირობების გაცნობისა და რისკების გაანალიზების შემდეგ მიიღებს.
„არსებობს რისკი, რომ ამ საკონკურსო პირობებით ბანკები ნაკლებად დაინტერესდნენ”, – ასე შეაფასა საზოგადოება „ბანკები და ფინანსების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ უწყებათაშორისი კომისიის მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ე.წ. საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი 26%-მდე შემცირდება.
„კომისიის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მივიღეთ ის, რომ ბანკი რეპუტაციულად დაზიანდა, მაგრამ სახელმწიფოს ჩარევისა და 15 მილიონის გაღების გარეშე საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი ვერ შემცირდა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი ერაძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.
თბილისში, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მდებარე 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქების გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდუბის რაიონის გამგებელმა, ლადო ძნელაძემ განუცხადა.
თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ამის შესახებ, პოლიტიკოსის შვილი, კახა მეჭიაური სოციალურ ქსელში წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.