დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია, ოპოზიციონერთა ნაწილი კი ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
საფინანსო და საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკის შერჩევის კრიტერიუმის განსაზღვრაზე, „გარეგნული მიმზიდველობის მიუხედავად, რისკებთან ერთად, ნაჩქარევ და პოლიტიკურ ელფერსაც ატარებს“.
ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. შესრულებულ პროექტს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
გაგაცნობთ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, 27 თებერვალს იმართება საერთაშორისო მატჩი რაგბიში საქართველოსა და რუსეთს შორის. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დასაშვები იქნება მაყურებელთა 50% აღნიშნულ ღონისძიებაზე, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სივრცე დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არც ერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი ყოფილი მორჩილები არიან.
ნაძალადევის რაიონში, ნოსტეს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა.პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, აშენდა 4 საყრდენი კედელი საერთო სიგრძით 46 მეტრი და 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
სამგორის რაიონში 31-ე ქარხანასთან, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №162-ის მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.