საქართველო განაგრძობს საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმად, სახელმწიფო კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზე დაწინაურდა, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ესტონეთის შემდეგ მეორეა.
როცა საპენსიო სესხები 100%-ზე მაღალი იყო, მაშინ ვაშაძე და მისი პარტია არსად ჩანდა, ხოლო დღეს როცა საბაზრო პირობებია, ღია კარს ამტვრევს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეკონომიკის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი წერს.
„კოვიდ-19“-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტი დაათვალიერა, რომელიც კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების დასაკმაყოფილებლად შენდება. პროექტს ამჟამად სამშენებლო კომპანია m2 ახორციელებს, რომელმაც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ვალდებულება 2019 წლის სექტემბერში, თბილისის მერიასთან დადებული შეთანხმების ფარგლებში აიღო.
„არანაირი საპენსიო სესხი აღარ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი - საბაზროზე დაბალი პროცენტით და აბსოლუტურად გამჭვირვალე განაკვეთით“ - გადაცემა „ბიზნეს კურიერის“ ინტერვიუ „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორ ვაჟა მენაბდესთან.
პენსიის დარიგების ბანკებზე გადანაწილების ავტომატურად საპროცენტო განაკვეთებზე მიბმა, ვითომდა კონკურენციის გასაზრდელად, რასაც საპროცენტო განაკვეთების შემცირება უნდა მოყვეს, ოპოზიციის ერთი ნაწილი მიზანდასახულად ასე რომ ცდილობს, არის თვისობრივად არასწორი, - აცხადებს საფინანსო და საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.
ოპოზიციის პოპულიზმი და „ფეიკზე“ აგებული, რაც მთავარია კრეატივისაგან დაცლილი პოლიტიკა ყველაზე კარგად ბოლო ორმა არჩევნებმა დაადასტურა. განსაკუთრებით ბოლო ადგილობრივი არჩევნები იყო თავისებური ინდიკატორი, სადაც ოპოზიციამ და განსაკუთრებით „ნაციონალების“ ფაქტობრივად სატელიტებად ქცეულმა ოპოზიციამ, პარლამენტის საბოტაჟირებული ბოიკოტით ის შედეგიც კი ვერ გაიმეორა, რაც საპარლამენტოზე ჰქონდათ. ეს თანაბრად ეხება "ლელო"- საც, "სტრატეგია აღმაშენებელსაც", და "გირჩსაც", - აცხადებს საფინანსო და საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.
დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია40 000 სამგზავროაბონემენტი, რომელთა დიდი ნაწილი ერთთვიანი დაერთწლიანია.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“, რომლის ბიუჯეტი 2015 წლის შემდეგ 12-ჯერ გაიზარდა, დღეისთვის 1 375 ბავშვსა და მოზარდს ემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნულ პროგრამაზე დეტალურად ისაუბრა.
შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.