საზოგადოება

ბოლო პერიოდში სპეკულირების საგანი და საფუძველი გახდა, დაიწყეს უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ გავაუქმეთ ე.წ მწვანე პასპორტები, ჩვენ შევისწავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც და ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება და მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

მედიკამენტებზე მაღალი ფასები მიუღებელია, ჩვენ ამაზე რეაგირება გვქონდა, გამოსავალი მარტივად ვიპოვეთ და უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა საქართველოში, ჯავახეთის ზეგანზე, სოფელ სამებასთან თბილისის დროით 22:25 საათზე მოხდა.

სრულად...

8 მარტის ჩათვლით, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შ. პეტეფის ქუჩიდან ჯავახეთის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სრულად...

თბილისის მერიამ სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ ვერის პარკის საპროექტოს სამუშაოების პირველი ეტაპის საჯარო განხილვა გამართა. ღონისძიება ასევე სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და განხილვაში მონაწილეობა დაინტერესებულ პირებს ონლაინ რეჟიმშიც შეეძლოთ.

სრულად...

გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. N1-N2-N3 კორპუსებთან კი, დაზიანებული გზის საფარი იცვლება.

სრულად...

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

სრულად...

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური სტრატეგიული პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც ათასწლეულის ფონდი ახორციელებს, ეროვნული სამეცნიერო კონკურსია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 13 – 18 წლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი, რომელიც წელს მერვედ ჩატარდება, პარტნიორებთან ერთად, აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას.

სრულად...

უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა დაასრულა. განხილვაში მმართველი გუნდის, ოპოზიციის, ბანკებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი