საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას სთხოვს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ ისარგებლონ ავტომანქანებით, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის ზონა მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
თანამედროვე ქალაქებში ხევის ადიდების შედეგად ადამიანები არ იღუპებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "ლევილში" განაცხადა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული 16 ოჯახი განათავსეს.
თბილისის მეტროპოლიტენი დღეს დილიდან მგზავრებით გადატვირთულია. მეტროპოლიტენის მგზავრთა რაოდენობის გაზრდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გართულებამ გამოიწვია.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქართველ ხალხს თბილისსი დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.
თბილისის მერი დავით ნარმანია დღის ბოლოსთვის გზის ძირითადი ნაწილის გახსნას ვარაუდობს. ამის შესახებ განცხადება მან გმირთა მოედანზე გააკეთა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტს სამძიმრის წერილს უგზავნის.
სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა ჩაერთო.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, გვიან ღამით გმირთა მოედანზე ოპერატიული თათბირი გაიმართა.
მდინარე ვერეს ხეობაში და გმირთა მოედანზე მობილიზებულია სხვადასხვა უწყების თანამშრომლები, საჭირო ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.