დიდუბის პანთეონში არ არის საშუალება მიცვალებულის დასაკრძალად, ამიტომ ბოლო 2-3 თვეა უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ახალი პანთეონისთვის შესაფერისი ადგილი მოიძებნოს, დიდუბის პანთეონი კი ოფიციალურად დაიხურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა.
2015 წლის 7 ივნისს, 09:00 საათიდან 15:00 საათამდე მარათონის - ,,ერთად ვიმარჯვებთ” ჩატარების გამო, თბილისში ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიცკევიჩის, პეკინის, კოსტავას ქუჩებსა და რუსთაველის გამზირის გზის სავალ ნაწილზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ თბილისის მერიას ინციატივით მიმართავს. ორგანიზაცია მერიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს შეიმუშავოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პარკირების სივრცეში დასაქმების პროგრამა.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე სტიქიური პროცესების გააქიურების საფრთხეა, რის გამოც 2015 წლის 6 ივნისიდან, 19:00 საათიდან 07:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული კინოსა და თეატრის გამოჩენილ მსახიობს, კახი კავსაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, თბილისის აეროპორტი რუსთაველის სახელობის გახდეს, - აღნიშნული ინიციატივით ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საკრებულოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის წევრებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად მითითებები მისცა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ თათბირზე განაცხადა, გუშინ დედაქალაქში საკმაოდ დიდი სტიქია იყო, რომელმაც დააზიანა სხვადასხვა უბანი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს იქნება საქართველოს ნარკოპოლიტიკის აბსოლუტურად გადახედვა.
თბილისის 139-ე სკოლის ტერიტორიაზე რაიმე ტოქსიკური, მომწამვლელი სუბსტანციების არსებობა ჯერ არ დადასტურებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
თბილისის 139-ე საჯარო სკოლიდან იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ყველა ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, – ამის შესახებ სკოლის დირექტორმა, ნათია ფხალაძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.