საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში ხელისუფლებას მოუწოდა სათამაშო ბიზნესის მიმართ გარკვეული რეგულაციები დააწესოს, რადგანაც, პატრიარქის თქმით, "კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე", რის გამოც "ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა".
არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც - ნათქვამია ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში. პატრიარქი წუხს, რომ ქართული სუფრის მიმართ ქართველი კაცის დამოკიდებულება შეიცვალა და ქართული სუფრა "ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი, - ფარისევლურ ქება-დიდებად" , რაც უწმინდესის თქმით, "უნდა გამოსწორდეს".
,,მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და სულით, რომელნიც არიან ღმრთისა" (კორინ. 6,20) ,,ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით (ეს.61,10). ,,დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო..." (ზატიკი).
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ქართველი პოპულარული მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა, – ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს. ქართველი მსახიობი მოსკოვში, ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. იგი გარდაცვლილი ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენსიონერები აპრილის კუთვნილ პენსიას მიმდინარე თვის 12 რიცხვამდე აიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მოკლული პოლიციელი ბექა მარგიშვილი საპატიო წესით, საპატიო ყარაულის თანხლებით კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.
მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუსამძიმრა.
ქაშუეთის ტაძარში მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ბექა მარგიშვილის ცხედარი ტაძარში რამდენიმე წუთის წინათ, საპატიო ყარაულმა მიასვენა.
ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპული მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში პრემიერი 26 წლის წინ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.