თბილისის მერის განცხადებით, ე.წ. ხრუშჩოვკების და ნგრევის პირას მყოფი სახლების პრობლემას თბილისის მერია უბნების მიხედვით, ინდივიდუალურ რეჟიმში უდგება. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟის შესახებ 10 -მდე პროექტი უკვე განხილულია.
სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ორი თვის განმავლობაში ახალი ID ბარათები უფასოდ გაიცემა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შსს თბილისში მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახის გარდა, საცხოვრებელ ბინას ბორჯომში მოკლული სამართალდამცველის ოჯახსაც შეუძენს.
განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის მტკიცებით, პანკისის ხეობიდან სირიაში წასვლის შემთხვევები შემცირებულია და მინიმუმამდეა დაყვანილი.
სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადება მედიას ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დეკანოზმა, ბიძინა გუნიამ გააცნო.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა.
საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, შესაძლოა, თბილისში „ვეფხისტყაოსნის“ ინსტიტუტი გაიხსნას. ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც სირიაში წავიდნენ, პედაგოგები რაიმე სახის მინიშნებას, რომ შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, ვერ აკონკრეტებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.