მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას და ვიმედოვნებთ, სულ მალე დაუბრუნდება მსახურებას, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის „ფეისბუქის“ გვერდზეა ნათქვამი.
დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინაგანჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის 2022 წლის საახალწლო ვიდეომიმართვაშია ნათქვამი.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი - „გვიყვარდეს ერთმანეთი “მიმდინარეობს. ღონისძიება ახალი წლის დადგომამდე ერთი წუთით ადრე დაიწყო, ხოლო ტრადიციული „მრავალჟამიერის“ შემდეგ თბილისის მოსახლეობას დედაქალაქის მერმა მიმართა და ახალი, 2022 წელი მიულოცა.
მომავალი წელი ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის ყოფილიყოს წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების მომტანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.
31 დეკემბერს, დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.
დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, დღეს 13:00 საათიდან 1-ელი იანვრის 06:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
ნინო გოგორიშვილს არა მხოლოდ სამუდამოდ უნდა ჩამოერთვას საექიმო საქმიანობის ლიცენზია, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და ამით გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმის, ნინო გოგორიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეო მიმართვას ეხმაურება.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკვე ყოფილმა მკურნალმა ექმიმმა, ნინო გოგორიშვილმა ვიდეო კომენტარი გაავრცელა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებების და ბრალდებების გამო ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.